მოლდოვას ხელისუფლებამ თათარსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქვეყანაში არ შეუშვა

გამოქვეყნდა:

მოლდოვას ხელისუფლებამ თათარსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რუსტამ მინნიხანოვს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა. ცნობილია, რომ მინიხანოვს მონაწილეობა უნდა მიეღო გაგაუზიაში გამართულ საერთაშორისო კონგრესში "ხალხთა მეგობრობა - 2023". 

"სამწუხაროდ, მოლდოვას ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ არასასურველი მოქალაქეები ვართ, რომლებსაც არ შეუძლიათ ამ ქვეყანაში ჩამოსვლა"  - თქვა თვითმფრინავში მყოფმა რუსმა პოლიტიკოსმა

მისი თვითმფრინავი რუსეთში დაბრუნდა. როგორც ცნობილია, გაგაუზია ავტონომიური რეგიონია მოლდოვას სამხრეთით, სადაც 160 000 ადამიანი ცხოვრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი