რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ოფიცერი საქართველოში ტრენინგ-კურსისთვის ემზადება. უმსხვილესი ლობისტური კომპანიის დამფუძნებელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი 4 დღის განმავლობაში რუს, ყაზახ და უზბეკ პოლიტტექნოლოგებს კახეთის ვენახებში უმასპინძლებს.
ირკვევა, რომ ე.წ. გრუ-ს ოფიცერი, რომელიც 2008 წლის ომის დროს აქტიურად იყო ჩართული მასშტაბურ სამხედრო ინტერვენციაში და რუსეთის თავდაცვის ინტერესებზე მუშაობდა, კახეთში, "შუხმან ვაინსში" სასტუმროსა და ბიზნესს ფლობს. სწორედ ამ სასტუმროს დაევალა ახალგაზრდა პოლიტტექნოლოგების მასპინძლობა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი