"მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კარა-მურზა" | გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

გამოქვეყნდა:

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა დაუყონევბლივ გაათავისუფლოს.

როგორც ვოლკერ თურქმა აღნიშნა, კარა-მურზას დაკავება რუსეთის კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო სივრცისთვის მორიგი დარტყმაა.

"კარა-მურზა გაასამართლეს ბრალდებებით, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია აზრის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების ლეგიტიმურ განხორციელებასთან, მათ შორის, უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის საჯარო კრიტიკის ჩათვლით.

არავის არ უნდა ჩამოერთვას ადამიანის უფლებებით სარგებლობის უფლება და მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს იგი" - განაცხადა ვოლკერ თურქმა.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი გასული წლის 11 აპრილს დააკავეს. უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის გამო, ის "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს და ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

კარა-მურზა ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი