25-წლიანი პატიმრობა რუს ოპოზიციონერს | რას ედავებიან კარა-მურზას მოსკოვში

გამოქვეყნდა:

რუს ოპოზიციონერსა და აქტივისტ ვლადიმირ კარა-მურზას მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მას ბრალად რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და საეჭვო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას სდებდა ბრალად, რაც მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა.

კარა-მურზა რუსეთში მოქმედი კანონის მიხედვით უცხოური გავლენის აგენტად იყო გამოცხადებული. რუს ოპოზიციონერს სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის შრომით კოლონიაში მოუწევს. რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმეს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, ევროკავშირმა, ასევე საერთაშორისო გავლენიანმა ორგანიზაციებმა. თავად კარა-მურზა აცხადებს, რომ არაფერს ნანობს.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი