დაპირისპირების მიზეზი ბინა იყო, მეუღლე ეზოში იდგა, ვეღარ გადავარჩინეთ - ახმეტაში მოკლული ქალის ქმარი

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხთან" კახეთში, ახმეტაში, გუშინ მოკლული ქალის ქმარი, ვალერიან ხარიტონაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი წლების წინ, თაღლითურად გაყიდული ბინა გახდა. ამ სახლში მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ბაჩო ხაშმელაშვილი და მამამისი ცხოვრობენ. 

ქმარი ამბობს, რომ საქმეზე სასამართლო დავაც ჰქონდათ. ხარიტონაშვილი ყვება, რომ ხაშმელაშვილები ცდილობენ კიდევ გარკვეული ფართობის მიწა მიითვისონ და ეზოს საზღვარი გადაწიონ. 

ის ყვება, რომ მოკლულ ქალსა და ბიჭს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება იყო, ხაშმელაშვილმა ისროლა მათი სახლის მიმართულებით, ქალი ეზოში იდგა, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"კარი დაკეტილი იყო, იქიდან გადმოვიდა, მეუღლე აქ იდგა კიბესთან, ესროლა, ვეღარ გადავარჩინეთ. ეს სახლი იყო მამაჩემის, შვილს აუშენა ის სახლი, ჩემი და გარდაიცვალა, სიძემ გააკეთა ყალბი საბუთები და გაყიდა. მას შემდეგ დავა იყო მაგაზე, იმ ყლაბი საბუთებით, მაინც დაუმტკიცეს ის ფართი, 1 000 კვადრატული მეტი, ახლა იმ ფართში აღარ ეტევა, აქეთ მინდა გადმოსვლაო", - ამბობს ვალერიან ხარიტონაშვილი.

მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ბიჭი უკვე დაკავებულია.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი