კახეთში, ახმეტაში 71 წლის ქალს 18 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან ესროლა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. მეზობლებს შორის დავა, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთს უკავშირდება.

თვითმხილველების ინფორმაციით,  შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით, ქალმა მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

"შემთხვევითი მკვლელობა მოხდა, როგორც ვიცი ეს ბიჭი უმისამართოდ ისვროდა, იმისკენ არ უსვრია, გაბრაზებული ისროდა ეზოში, როგორ მოხვდა ეს არ ვიცი. დიდი ხანია კონფლიქტია მათ შორის. მიწის წართმევაზე უჩიოდნენ, მთელი წლები", - ამბობს მეზობელი. 

 ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი