არცერთი ფლანგი არ აკლებს ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, არ გამოვიყურებით კარგად - წითლიძე ენმ-ში დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე პარტიაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება და ორივე მხარეს დაწყნარებისკენ მოუწოდებს. 

წითლიძე ამბობს, რომ დაპირისპირება არ გამოიყურება კარგად მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია და მაშინ როცა ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს.

"არცერთი ფლანგი არ აკლებს ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, რაც არის ძალიან სირცხვილი და ძალიან სამწუხარო. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ გამოვიყურებით კარგად, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და ებრძვის სიკვდილს, მაშინ როდესაც ქვეყანა არის უამრავი გამოწვევის წინაშე და გვაქვს ისტორიული არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც უკავშირდება ჩვენს კანდიდატის სტატუსს, ამ ფონზე ეს ურთიერთბრალდებები არ არის ის, რაც შეესაბამება პარტიის საუკეთესო ინტერესებს. ვისურვებდი, რომ ყველა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემთვის თითოეული ეს ადამიანი, ირაკლი ნადირაძეს იქითა მხრიდან, ბაჩო დოლიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა იქნება, პარტიისთვის არიან ღირებული ადამიანები, პარტიისთვის ძალიან ბევრი უკეთებიათ და კიდევ უნდა გააკეთონ," - თქვა ანა წითლიძემ

შეგახსენებთ, რომ პარტიაში ღია დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად სამუშაოდ ახალ ოფისში გადავიდა. როგორც ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, "ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღის წესრიგში დადგა უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ". 

ნიკა მელიას განცხადება ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს. ირაკლი ნადირაძის თქმით, "ზოგიერთი თანამშრომლის მოქმედება სუს-ის შტატიანი თანამშრომლის მოქმედებას ჰგავს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი