პრიგოჟინი იმ ყოფილ "ვაგნერელებს" დაემუქრა, რომლებმაც აღიარეს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს

გამოქვეყნდა:

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი შურისძიებით დაემუქრა ვაგნერის ყოფილ სამხედროებს, რომლებმაც საჯაროდ თქვეს, რომ მეთაურების დავალებით მათ უკრაინაში ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.

ვაგნერის ორმა სავარაუდოდ, ყოფილმა მეთაურმა უკრაინაში მათ მიერ ჩადენილ ქმედებებზე Gulagu.net-თან ინტერვიუში ისაუბრეს. აღნიშნული უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთში კორუფციასა და წამების საქმეებზე მუშაობს.

პრიგოჟინმა თავის ტელეგრამ არხზე დაადასტურა, რომ ვიდეოს ნაწილებს უყურა.

"შემიძლია ვთქვა შემდეგი: თუ ჩემზე ამ ბრალდებებიდან ერთი მაინც დადასტურდება, მზად ვარ პასუხისგებაში მივეცე ნებისმიერი კანონის შესაბამისად.

თუ არცერთი დადასტურდება, გამოგიგზავნით 30-40 კაციან სიას, რომლები ოსეჩკინივით [იგულისხმება ვლადიმირ ოსეჩკინი. რუსი უფლებადამცველი, რომელიც Gulagu.net-ის დამფუძნებელია] მაფურთხებენ, უკრაინის გენერალური პროკურატურა ვალდებულია ისინი გადმომცეს, ასე ვთქვათ, "სამართლიანი სასამართლოსთვის", - დაწერა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის მტკიცებით, ბრალდებები ტყუილია და ვაგნერის მებრძოლები "არასდროს შეხებია და არასდროს შეეხება" ბავშვებს.

"ეს ხალხი ჩვენი მტრები არიან და ჩვენ მათ განსაკუთრებულად მოვექცევით", - თქვა პრიგოჟინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი