
"კლანის" მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება არ არსებობს. დავით მათიკაშვილი რამდენიმე წუთის წინ გამოგონილი გზავნილებით საუბრობდა. ბატონო დავით, სუს-ის კრებსებში მოხვდა ის, როგორ დავდიოდი მე ექიმთან, მოხვდა, როგორ ვესაუბრებოდი დედას, მეკეთა თუ არა ჰოლტერი, რომელ ექიმთან მივდიოდი, ჩემს შვილს რას ველაპარაკებოდი. როგორ გგონიათ, გვჯერა, რომ თქვენ ქოლ- ცენტრების არსებობის შესახებ არ იცოდით? თქვენ ფარავდით ორგანიზებულ დანაშაულს და 13000-მდე ახალგაზრდა ჩართეთ მასში. ყველაფერი, რაც ოპოზიციას ეხება, ნებისმიერი პირადი საუბარი, სუს-ის მიერ კონტროლირებადია. ახლა მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა, რომ ამხელა ორგანიზებული დანაშაული არსებობდა და თქვენ არ იცოდით."
განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.