დასავლეთში ელოდებიან, რომ პუტინი ყველა საშუალებას გამოიყენებს უკრაინის კონტრშეტევის საპასუხოდ, მათ შორის "ბირთვულ საფრთხეს" - The Guardian

გამოქვეყნდა:

დასავლელი ლიდერები ელოდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი, უკრაინის კონტრშეტევის საპასუხოდ გამოიყენებს "ყველა საშუალებას რაც დარჩა", მათ შორის "ბირთვულ საფრთხეებსა და კიბერ-შეტევებს", - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ თავდასხმაზე ბრიტანელმა მაღალჩინოსნებმა ისაუბრეს და განმარტეს, რომ რუსეთის ექსტრემალურ ტაქტიკებს "მომზადებულები უნდა შეხვდნენ".

Guardian რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის სიტყვებსაც იხსენებს, რომელმაც გასულ თვეს თქვა, რომ მოსკოვი მზად არის უკრაინის კონტრშეტევისთვის და რუსეთი "აბსოლუტურად ყველა იარაღს" გამოიყენებს, თუ კიევი ყირიმის აღებას შეეცდება. 

"როგორც ჩანს, მოსკოვში აღიარეს, რომ მათი ძალები შესაძლოა მალე გადავიდნენ თავდაცვაში, რადგან რუსეთის შეტევა უკრაინაში უფრო და უფრო ნელდება," - წერს გარდიანი. 

მათივე ცნობით, რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ დიდი შვიდეულის წევრები გააერთიანა, რომლებმაც ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც დაგმეს რუსეთის მუქარა და პუტინის გეგმა გააკრიტიკეს, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გალაგების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი