
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი მადლიერია ბრაზილიის პოზიციისთვის უკრაინაში ომთან დაკავშირებით.
ლავროვი ორშაბათს ბრაზილიაში იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიის პრეზიდენტს სურვილი აქვს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაჭრის გზები მოიძებნოს და ამბობს, რომ "შესანიშნავად ესმის სიტუაციის არსი".
"ჩვენ მადლიერი ვართ მათი სურვილისთვის, რომ წვლილი შეიტანონ ამ სიტუაციის მოგვარების გზების ძიებაში", - თქვა ლავროვმა.
ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ინასიო ლულამ განაცხადა, რომ "დასავლეთი უკრაინის ომს ბიძგს აძლევს". მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიწყოს საუბარი უკრაინაში მშვიდობასთან დაკავშირებით.
ლულას განცხადებებს თეთრ სახლში გამოეხმაურნენ. ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ის რუსულ და ჩინურ პროპაგანდას იმეორებს.