
"საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ ვიხილეთ ძალიან ბევრი ტყუილი, ვიხილეთ ამ ტყუილზე დაყრდნობით მოსახლეობის კიდევ უფრო ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, რომ რაღაც არის უსაფრთხო, რაღაც ვერ ხერხდება, გალანძღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამინისტრო, თუ ვინმე კავშირში იყო ამასთან, აბსოლუტურად ყველა გალანძღეს, აი ასე, უმიზეზოდ, და ამას აკეთებდა ის ხალხი, რომელსაც ნახევარი სარაია არ აქვს აშენებული, უხერხულია ამაზე რომ ვლაპარაკობ, ეს არის საცოდაობა მთელი ამ სიტუაციის.
საცოდაობა იმ გაგებით, რომ ისედაც, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება, გადავალ საქმიან ნაწილზე გარდა შეფასებებისა, არ სჭირდება ამას ხელოვნური დაძაბვა, მითუმეტეს ეს ხელოვნური დაძაბვა თუ ხდება ტყუილების, დამახინჯებული, ბოლომდე არ ნათქვამი, მანიპულირებადი მონაცემების და რაღაც ჰაერიდან მოტანილი ამბიდან. ასე არ შეიძლება მეგობრებო. და ამას რომ აკეთებ მერე პირდაპირ ეთერში იმასაც რომ აცხადებ, რომ ახლა დამირეკეს და გზა დაკეტეს, თურმე იმიტომ რომ მეწყერი ჩამოვიდა და ეს არის კატასტროფა და ამ დროს არაფერი არ ხდება რა ჰქვია ამას?! ამას ჰქვია მოდელირებული რეალობა, მოდელირებული ქრონიკა, ამას ვერ გასცდა ეს ხალხი და საზოგადოება უნდა დააშინონ, რომ აი აღარ შეიძლება იქ გადაადგილება, აი როგორი უსუსურები და უნიათოები არიან".
თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთზე.