საოკუპაციო რეჟიმის ახალი ტყვე, საქართველოს მოქალაქე 30 წლის დიმიტრი მამაგულაშვილია. ის იმ დროს დააკავეს, როდესაც დვანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივებთან ერთად იმყოფებოდა და აღდგომას აღნიშნავდა. "მთავარის" ინფორმაციით, ის უკვე ცხინვალის იზოლატორშია და სავარაუდოდ არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით გაასამართლებენ. ეს მამაგულაშვილის უკანონო დაკავების უკვე მეოთხე შემთხვევაა, რადგან ახალგაზრდას მიწის ნაკვეთი აქვს ე.წ. საზღვრის მიმდებარედ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს სულ 6 მოქალაქეა. ოფიციალური თბილისი 27 აპრილს, ერგნეთის მორიგ შეხვედრაზე მათი გათავისუფლების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს.
მამაგულაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ, სუს-მა გაავრცელა.