ზელენსკი დონეცკის რეგიონში ჩავიდა და უკრაინელი დამცველების მოწინავე პოზიციები მოინახულა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის რეგიონში, ავდიივკაში ჩავიდა და უკრაინელი დამცველების მოწინავე პოზიციები მოინახულა. ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა დონეცკის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის მეთაურის მოხსენება მოისმინა ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ. ზელენსკი სამხედროებს ესაუბრა, აღდგომა მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გარდაცვლილ ჯარისკაცებს.

პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. სამხედროებმა კი სახელმწიფოს მეთაურს სამხედრო მონეტა გადასცეს 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სიმბოლოებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი