სამხრეთით ოკუპანტებმა ტაქტიკა შეცვალეს და მოსახლეობაზე, საჰაერო თავდასხმებზე გადავიდნენ - უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ თავდაცვის ძალების საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ მიმართულებით რუსულმა ჯარებმა ტაქტიკა შეცვალეს და მოსახლეობაზე, საჰაერო თავდასხმებზე გადავიდნენ.

„მტერმა შეცვალა ტაქტიკა, იმის გამო, რომ მას სულ უფრო უჭირს სახმელეთო პოზიციების დაკავება. ჩვენ ისინი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიიდან გავაძევეთ და ხვდებიან, რომ ვერ დაიმალებიან. ამიტომ ისინი ამის ანაზღაურებას საჰაერო თავდასხმებით ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობაზე"- განაცხადა ჰუმენიუკმა.

მისი თქმით, მტერი მართვად ბომბებს საფრენ აპარატებზე ამონტაჟებს და მათ ხალხმრავალ ადგილებსა და ავტომობილებზე იერიშის მისატანად იყენებს. ჰუმენიუკის თქმით, ესაა კლასიკური ტერორიზმის მაგალითია, რადგან თავდასხმები არ არის მიმართული სამხედრო ობიექტებზე.

„ბოლო სამი დღეა მტერმა გააძლიერა შეტევები უპილოტო თავდასხმის თვითმფრინავებით. ისინი ცდილობენ დაარტყან ხერსონის ოლქის ტერიტორიას, კერძოდ, სნიგურევის თემს. ამრიგად, ოკუპანტები ცდილობენ შეახსენონ უკრაინის მოსახლეობას, რომ მათ აქვთ „გრძელი ხელები“ ​​და შეუძლიათ მიაღწიონ არა მხოლოდ ფრონტის ხაზის ტერიტორიებს“, - თქვა ჰუმენიუკმა.

მისივე განცხადებით, დეოკუპირებული სნიგურივკა ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ტერიტორიაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი