მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

პარლამენტში მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტში სხდომის დაწყებამდე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მას ჰკითხა, რატომ არ იყო შესაძლებელი, რომ საკითხზე კენჭისყრა დღეს გამართულიყო, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა:

"მე გითხარით, რომ ვნახოთ საკითხებს როგორც განვიხილავთ ხოლმე. იცით პრაქტიკა როგორც არის ხოლმე, როგორც წესი სამშაბათს საკითხებს განვიხილავთ და ოთხშაბათს არის კენჭისყრა, თუმცა სამშაბათსაც ყოფილა კენჭისყრა. ახლა გავიარეთ კონკრეტულად რა პროექტების გამოტანა იქნება შესაძლებელი და ჩანს, რომ ჩვენ ბევრი საკითხი განსახილველი არ გვექნება, ამიტომ გამოიტანეთ და კი ბატონო, იყოს კენჭისყრა", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ კორუფციული ფაქტების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა საკითხი კენჭისყრაზე დღეს არ გავიდოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი