ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ალიევს შეხვდება

გამოქვეყნდა:

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამასთან, ის შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის სხვა ოფიციალურ პირებთანაც. 

არსებული ინფორმაციით, კოენი თავის კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებებსაც გეგმავს.

ისრაელის საგარეო უწყების მინისტრს თან ახლავს 20 ისრაელური კომპანიისგან შემდგარი ბიზნეს დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, ელი კოენი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯან-ისრაელის მთავრობათაშორისი კომისიის მოახლოებულ სხდომაში, რომელიც ბაქოში 19 აპრილს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი