სომხეთი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოელის აზერბაიჯანისგანაც - ფაშინიანი

გამოქვეყნდა:

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ორი ქვეყანა ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას გარკვევით აღიარებს და აიღებს ვალდებულებას, რომ არასდროს გამოთქვას ტერიტორიული პრეტენზიები," - ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. 

ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოელის აზერბაიჯანისგანაც.

"ფაქტობრივად, ჩვენ ამაზე შევთანხმდით აზერბაიჯანის პრეზიდენტთან 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭში. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სომხეთი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოელის აზერბაიჯანისგანაც - სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას," - განაცხადა ფაშინიანმა. 

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკების პროცესში სომხეთმა უარი თქვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი