"კვორუმი არ არის, კენჭისყრა ვერ შედგება" | პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩავარდა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩავარდა - პლენარულ სხდომაზე კვორუმი ვერ შედგა, სხდომას 51 დეპუტატი ესწრებოდა, იმ დროს, როცა საკითხის განსახილველად 76 ხმა იყო საჭირო. 

"კვორუმი არ არის, კენჭისყრა ვერ შედგება" - გამოაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი მოსამართლე - ლევან მურუსიძე, ვალერიან ცერცვაძე, ირაკლი შენგელია და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზად დეპარტამენტმა სწორედ მათი კორუფციული საქმიანობა დაასახელა. 

ცნობისთვის, ეს იქნება პირველი საგამოძიებო კომისია, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში შეიქმნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი