პოლონეთმა რუსეთის საზღვარზე ე.წ "ელექტრონული ღობის" მშენებლობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

პოლონეთმა რუსეთის კალინინგრადის რეგიონის საზღვარზე ე.ს "ელექტრონული ღობის" - ვიდეოკამერებისა და მოძრაობის სენსორების თანამედროვე სისტემის მშენებლობა დაიწყო, -  ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ სამშაბათს ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"სწორედ დღეს დაიწყო პირდაპირი მიწის სამუშაოები ელექტრონული ბარიერის მშენებლობისთვის პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე, ანუ კალინინგრადის ოლქის საზღვარზე“, - თქვა კამინსკიმ.

მისი თქმით, ეს ბარიერი 199 კილომეტრიან მონაკვეთზე დამონტაჟდება, რომელიც პოლონეთი-რუსეთის  საზღვრის სახმელეთო ნაწილია.  

კამინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ელექტრონული ღობის დამონტაჟების წყალობით, რომელიც ამ შემოდგომაზე უნდა დასრულდეს, ვარშავას ექნება  სრული სურათი, თუ რა ხდება საზღვარზე.

საზღვარზე ელექტრონული ბარიერის მშენებლობაზე 80 მლნ ევროზე მეტი დაიხარჯება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი