
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ვერ განავითარებს ნორმალურ ურთიერთობას ჩინეთთან, თუ პეკინი არ გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, რათა დაარწმუნოს ის, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და დაასრულოს ომი.
ბორელმა აღნიშნა, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ცივი ომი აიცილონ.
"ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და კვლავ ვაგრძელებთ საუბარს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თავიდან უნდა ავიცილოთ ცივი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის" - განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, თუ არ განვასხვავებთ აგრესორს და მსხვერპლს, ეს აგრესორის მხარეს დგომას ნიშნავს.
ცნობისთვის, მანამდე ჩინეთში განაცხადეს, რომ ისინი არ მიყიდიდნენ იარაღს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულ მხარეებს. ამასთან, ითქვა ისიც, რომ სამხედრო საქონლის ექსპორტს დაარეგულირებენ.