Leopard 2-ის ტანკები, რომელსაც კანადა უკრაინას დაპირდა, უკვე პოლონეთშია - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა სამშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენი ვიზიტის დროს კანადამ გამოაცხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს თავდასხმის იარაღს, ტყვიამფრქვევებს, 2,4 მლნ ვაზნას. გარდა ამისა, Leopard 2-ის საბრძოლო ტანკები, რომელსაც კანადა უკრაინას დაპირდა, უკვე ჩავიდა პოლონეთში" - თქვა შმიგალმა
შეგახსენებთ, რომ კანადა უკრაინას 8 ერთეულ Leopard-2 ტანკს დაპირდა.