
ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარე კვირას დააანონსებს არჩევნებს 63-ვე მუნიციპალიტეტში და ნებისმიერს, ვისაც სურს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის ჩათვლით 73 მანდატი არჩევნების გზით გასათამაშებელია და ყველას შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
რაც შეეხება პარტიაში არსებულ დაპირისპირებას. მისი თქმით, პარტიას მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე ჰყავს:
რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, ჩემი აზრით ანეკდოტია, როცა ვსაუბრობთ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თავმჯდომარეზე, რომელმაც პირველ ტურში დამაჯერებლად რამდენიმე ათასი ხმით მოუგო მოქმედ თავმჯდომარეს. არ ვიცი, ეს ბოღმა ვის როდემდე შეიძლება გაჰყვეს, ან რამდენი ხნით შეიძლება ინერვიულონ ამაზე. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები არის ორ წელში ერთხელ, შესაბამისად, მოემზადონ და მონაწილეობა მიიღონ. პარტიაში დიდი არჩევნები ჩატარდა, ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ. ბიძინა ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი და ამაზე კონცენტრირდნენ...ვიღაცებს რომ ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ, რომ არჩევნები წააგეს, ეგ მათი პრობლემაა, მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ვერ ვიტირებ. ბიძინა ივანიშვილი არის სამიზნე, მთელი წლები შევალიე ოლიგარქებთან ბრძოლას,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, გულისხმობს თუ არა მელიას, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ეს უტრირებულია -„უტრირებთ, მსგავსი არაფერი მითქვამს, არ მინახავს მელია ატირებული,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.