
უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, არ მისცენ ჩინეთს ბლოკის გაყოფის საშუალება.
ლაიენის თქმით, ჩინეთის ევროპული პოლიტიკა ეყრდნობა ძლიერ კოორდინაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს შორის, ასევე მზადყოფნას, აირიდოს დაყოფა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დროა ევროპამ კოლექტიური ნება აჩვენოს.