
"ნუ ელოდებით, რომ იარაღის ექსპორტის კანონებს დავარღვევთ", - ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ალენ ბერსემ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბერსემ უკრაინაში შვეიცარიული იარაღის რეექსპორტის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ამაზე ახლა საუბარიც კი ზედმეტია".
ბერსე ამბობს, რომ შვეიცარიამ სრულად მიიღო ჰააგის კონვენცია და ქვეყნის კანონმდებლობაშიც ასახა.
მისივე განცხადებით, შვეიცარია ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა და მის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.