ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა. ასლან ბჟანიას მორიგი რუსული ვოიაჟის შესახებ ინფორმაციას მისივე "პრესსამსახური" ავრცელებს.
"პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის განრიგში შედის შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში"- ნათქვამია განცხადებაში.