დაპირისპირება ეუთოს კონფერენციაზე - ჩუგოშვილი, სუბარი და "იმედის" ჟურნალისტი ამტკიცებდნენ, რომ მედიაგარემო არ გაუარესებულა

გამოქვეყნდა:

ეუთოს საერთაშორისო კონფერენციაზე ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზე იმსჯელეს. თამარ ჩუგოშვილი, სოზარ სუბარი და ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ამტკიცებდნენ, რომ მედიაგარემო არ არის გაუარესებული.

„ოცნების“ ლიდერები ჟურნალისტების უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ შეკრებაზე ამბობდნენ, რომ მედიას პრობლემები მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა. ეს განცხადებები დარბაზში ნიკა გვარამიას გამოჩენის შემდეგაც კი არ შემწყდარა. „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს საკუთრი პოზიციის დაფიქსირებაში ხელსაც კი უშლიდნენ.

მთავარი არხის დირექტორს ეუთოს კონფერენციაზე შეკითხვის დასმის საშუალებას დღეს ტელეიმედის წამყვანი გურამ ნიკოლაშვილი არ აძლევდა. ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც ნიკა გვარამიამ სცადა, რომ შეკრებილებისთვის მის წინააღმდეგ დაწყებული დევნისა და მის აღძრული საქმეების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

რატომ განაახლა პროკურატურამ ნიკა გვარამიას და მისი ჟურნალისტების დაკითხვები? ამ დაპირისპირებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მისი საქმით დაინტერესება და გაცნობა პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს თხოვა.   

„მთავარი არხის „ ირგვლივ განვითრებული მოვლენების შესახებ საქმის კურსშია ეუთოს მედია თავისუფლების წარმომადგენელი ჰამლეტ დეზირი. ევროპელი მაღალჩინოსანი ამბობს,რომ მან კარგად იცის რუსთავი 2-ში მომხდარის შესახებ და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ახალ არხს პრობლემები არ შეუქმნას.

საქართველოს მედია თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ ისაუბრა ასევე თბილისის ცენტრიდან გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამაც.

ამიერკავკასიის მე-16 კონფერენცია დეკლარაციას მიიღებს, სადაც 2 მთავარი საკითხი დაემატება, შეწყდეს ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკური პროკურატურის გამოყენება და საპროტესტო დემონსტრაციებზე დაცული უნდა იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამ ორივე საკითხზე  პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი