
სამთავრობო პროპაგანდისტული PosTV-დან გათავისუფლებული სოფია კაჭარავა შალვა რამიშვილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. ჟურნალისტის თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც.
კაჭარავა დავობს ქარტიის მეორე პრინციპის (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დარღვევაზე.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „POSTV”-ს დირექტორის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სოფიკო კაჭარავა.
განმცხადებლის თქმით, იგი სამსახურიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეორე პრინციპის (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ) დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი" - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, სოფია კაჭარავამ 2 კვირის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის სამსახურიდან 7-9 მარტის აქციების შემდეგ, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.