კეზერაშვილი "ფორმულას" წილებს თმობს | ტელევიზიის 25% ჟურნალისტებს გადაეცემა

გამოქვეყნდა:

სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა ტელეკომპანია "ფორმულას" მთავარი ამოცანა ხდება. დავით კეზერაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის მთავარი სამიზნე გახდა, სასამართლოს მიერ ქონების დაყადაღების მოლოდინში, უარს ამბობს "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე. ბიზნესმენმა დღეს გაახმაურა მედიამენეჯერებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილება - "ფორმულას" სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში ახლა უშუალოდ არხის ჟურნალისტები ჩაერთვებიან.  

დავით კეზერაშვილი ჟურნალისტებს 25 პროცენტიან წილს ჩუქნის. ვისზე და რა პრინციპით გადანაწილდება ეს ქონება, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ამ ნაბიჯით უზრუნველყოფილი იქნება მთავარი მიზანი. კრიტიკული და გავლენიანი მედიის დაცვაში უშუალოდ ჩაერთვებიან ჟურნალისტები, რომლებიც წლებია აკრიტიკებენ "ქართულ ოცნებას" და სწორედ ამ კრიტიკით ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის სამიზნეში აღმოჩნდნენ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი