ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი | ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი. პარტია "დროას" ლიდერები ახალ ინიციატივას აანონსებენ, ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე იწყებენ აქტიურ კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო გაერთიანებებთან.

მიზანი პოლიტპატიმარი მედიამენეჯერის გათავისუფლების კამპანიაში ახალი ძლისა და მუხტის გაჩენაა, რამაც ეს კამპანია დასასრულამდე უნდა მიიყვანოს. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გვარამიას დაპატიმრებაც და არშეწყალებაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საბოტაჟი იყო და ამიტომ წმინდა ადამიანურ და სამართლებრივ მიზეზებთან ერთად, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლებას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი