დაპირისპირება ენმ-ში | ხაბეიშვილ-მელიას გუნდებს შორის კონფლიქტი მწვავდება

გამოქვეყნდა:

კონფლიქტი და დაძაბულობა ხაბეიშვილ-მელიას გუნდებს შორის სულ უფრო იზრდება. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ერთმანეთის მიმართ ბრალდებები იმდენად გამწვავდა, რომ მოქმედი თავმჯდომარის გუნდმა ყოფილი ლიდერი სეპარატიზმსა და სუს-თან თანამშრომლობაშიც კი დაადანაშულა.

ბრალდებებს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა კობა ნაყოფიამ უპასუხა. "ეს იყო უდროო, გადაჭარბებული და პოლიტიკურად არასოწრი განაცხდება" - ამბობს ნაყოფია. ნიკა მელია კი მედიასთან ჯერ არ ჩნდება და თანაპარტიელებს საპასუხო ბრალდებებით მხოლოდ სოციალური ქსელით მიმართავს. დაპირისპირების ახალი ეტაპი "ნაციონალურ მოძრაობაში" მას შემდეგ დაიწყო რაც ნიკა მელია, მხარდამჭერებთან ერთად ახალ ოფისში გადავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი