
აშშ აფრთხილებს რუსეთს, არ შეეხოს უკრაინის ატომურ სადგურზე მდებარე ამერიკულ ბირთვულ ტექნოლოგიას - ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა Rosatom-ს გაუგზავნა წერილი, სადაც გაფრთხილების შესახებ წერია და აღნიშნულია, რომ აშშ-ს აქვს მგრძნობიარე ბირთვული ტექნოლოგია უკრაინის შიგნით არსებულ ატომურ ელექტროსადგურზე. წერილი 2023 წლის 17 მარტით თარიღდება.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მათ მიერ დაკავებული ევროპის უდიდესი ელექტროსადგურის კონტროლს განაგრძობს. სადგური რეგიონში რუსული ინტენსიური დაბომბვის გამო, უკრაინის ელექტრო ქსელიდან ხშირად ითიშებოდა, რამაც ევროპაში გააჩინა ეჭვი შესაძლო ბირთვული ავარიის შესახებ.