"სასამართლო სისტემაში არამარტო დრამატულად გაუმჯობესდა ვითარება, არამედ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"სასამართლო სისტემაში არამარტო დრამატულად გაუმჯობესდა ვითარება, არამედ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა" - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე საუბრობს. 

"უამრავი სიცრუეზე აგებული კამპანიაა სასამართლოს წინააღმდეგ. სწორად შეგახსენეს კოლეგებმა, რომ კანდიდატის სტატუსს პირდაპირ უკავშირდება ეს ყველაფერი. სიცრუეზე აგებული კამპანია წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ დროს სიმართლე ციფრებშია გამოხატული. სიმართლე არის ის, რომ სასამართლო სისტემაში არამარტო დრამატულად გაუმჯობესდა ვითარება, არამედ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა.

ამას აჩვენებს ის სტატისტიკა, რომელიც წარმოდგენილია. როდესაც წარმოებს ყალბი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ, ეს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. სიცრუეზე და სიყალბეზე აგებული კამპანია არის შემაფერხებელი ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის. როდესაც თქვენ დადგენილების პროექტს აინიციირებთ, რომლის მიზანიც არის ამ კამპანიის გაძლიერება, ამით თქვენ კიდევ ერთხელ ცდილობთ, დაბრკოლება შეუქმნათ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს არ არის თქვენი შეცდომა, ეს არ არის თქვენი გადაცდომა, ეს არის თქვენი შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნაბიჯი. თქვენ უპირისპირდებით სახელმწიფოს იმით, რომ ცდილობთ გააძლიეროთ სიყალბეზე აგებული კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ", - ამბობს კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი