კახა კალაძის კიდევ ერთი სქემა, რომელშიც ოპოზიცია კორუფციის რისკებს ხედავს. დედაქალაქის მერი ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიის დროს აპრობირებულ ინიციატივას უბრუნდება და თბილისის ქუჩების მორეცხვას იწყებს. საჯარო განცხადებაში ითქვა, რომ სისუფთავის დაცვა არის მთავარი, რაც კალაძეს აწუხებს, მაგრამ ოპოზიციას ამ სიტყვების არ სჯერა.
მიზეზი კი თუნდაც ქუჩების მორეცხვისთვის გამოცხადებული თითქმის ხუთ მილიონიანი ტენდერია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიისთვის ამ ფულით ათი რუსული წარმოების სატვირთო - "კამაზი" შეიძინა. ამ თანხას წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე მილიონი დაემატება - ქალაქში სადაც ათასობით სოციალურად დაუცველი და სიღარიბეში მცხოვრები ბავშვი ცხოვრობს ფული საწვავისთვის, წყლისთვის და სარეცხი საშუალებებისთვის დაიხარჯება - ქუჩების მოსარეცხად.