თავდასხმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე - პოლიციამ ჟურნალისტი და ოპერატორი გამოკითხა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი გამოკითხვაზე გუშინ გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია რომელი მუხლით დაიწყება გამოძიება - ძალადობის, თუ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის.

შეგახსენებთ, რომ "მთავარის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი რესპოდენტისგან იმის გარკვევას ცდილობდა, რატომ დაუპირისპირდა ის მათივე მეზობელს, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლილე ლიპარტელიანის ოჯახს.

ქალი წყობიდან გამოვიდა და გადამღებ ჯგუფს მიკროფონი წაართვა და ტექნიკის დაზიანება სცადა. თავდასხმის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.

რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს. ოპოზიციონერი ლილე ლიპარტელიანი აცხადებს, რომ კონფლიქტს პოლიტიკური მოტივი აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი