სუდანში, შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ბედი კვლავ გაურკვეველია. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს. თუმცა, არ არის გამორიცხული, ვითარება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
ხართუმში მყოფი ქართული ავიკომპანიების თანამსრომლების ინფორმაციით, დაპირისპირებულმა მხარეებმა 24-საათიანი მორატორიუმი გამოაცხადეს და შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში მოხერხდეს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებთან ერთად ქართველების გამოყვანა.