
ევროკავშირის ინსტიტუტის განცხადებით, ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა.
ამიერიდან, კოსოვოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იმოგზაურონ ევროკავშირში, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებს კოსოვოში, ვიზის მოთხოვნის გარეშე, 90 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
EU-ს ახალი ელექტრონული სამოგზაურო სისტემის ამოქმედებისთანავე, უვიზო რეჟიმი ძალაში შევა. სისტემა არაუგვიანეს 2024 წელს უნდა ამოქმედდეს.