
Routers-ის ინფორმაციით, უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მომავალ კვირას, ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან განიხილავს.
გაეროში რუსეთის ელჩის, ვასილ ნებენზიას განცხადებით, რუსეთს სურსათისა და სასუქის ექსპორტში დასახმარებლად, გაეროსთან დადებული შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით რუსეთისთვის არაფერი იცვლება, თუმცა ახლო მომავალში პროგრესის დანახვა სურთ.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად, 2022 წლის ივლისში მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება გაეროსა და თურქეთის შუამავლობით დაიდო. რუსეთი შეთანხმებას მხოლოდ 60 დღით დათანხმდა. ოფიციალურმა პირების განცხადებით, პერიოდი იმ შემთხვევაში გახანგძლივდებოდა, თუ რუსეთის ექსპორტთან დაკავშირებითაც დაკმაყოფილდებოდა გარკვეული მოთხოვნები.
გასული წლის ივლისში დაიდო ცალკეული სამწლიანი პაქტიც, რათა რუსეთი დაერწმუნებინათ, რომ უკრაინისთვის ნება დაერთო შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის გასაახლებლად. აღნიშნული პაქტის მიხედვით გაერო იღებდა ვალდებულებას, რუსეთისთვის სურსათის ექსპორტში დახმარება გაეწია.