აშშ-ში რამდენიმე რუსსა და ამერიკელს პროპაგანდის გავრცელებისა და ФСБ-ის სახელით მუშაობისთვის ბრალი წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შეერთებული შტატებისა და რუსეთის სამ მოქალაქეს ქვეყანაში  პროპაგანდის გავრცელების, ასევე რუსეთის მთავრობისა და ФСБ-ის სახელით მუშაობისთვის ბრალი წარუდგინა.

აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები ეჭვობენ, სხვა საკითხებთან ერთად რუსები იწვევდნენ, აფინანსებდნენ და მართავდნენ ამერიკულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც რუსეთის მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტები, თესავდნენ სიძულვილს და ავრცელებდნენ პრორუსულ პროპაგანდას.

გარდა ამისა, დაზვერვის ბრალდებული თანამშრომლები შეერთებულ შტატებში ადგილობრივი ოფისების კანდიდატების ფარულ დაფინანსებასა და მართვაში მონაწილეობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი