
"ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ან აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ან სხვა საცხოვრებელი ადგილი იპოვონ", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა AzTV-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოფიციალური ბაქო უახლოეს მომავალში აპირებს, რომ ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ.