მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა - დაიღუპა ერთი, დაშავდა 5 ადამიანი 

გამოქვეყნდა:

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, პეისის უნივერსიტეტთან და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან, ოთხსართულიანი ავტოსადგომი  ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

Reuters-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო შენობაში მყოფი ხუთი ადამიანი დაშავდა. 

”ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს იყო რაიმე სხვა, გარდა სტრუქტურული კოლაფსისა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ქალაქის პოლიციის კომისარმა კიჩანტ სეველმა.

Reuters-ის მოპოვებულ ვიდეომასალაში, შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ობიექტებიდან, ჩანს, რამდენიმე მანქანა ერთმანეთზე დაწყობილი ბეტონის დაქუცმაცებულ ფილებს შორის. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი