
რუსული FSB ამტკიცებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩში, "ნახევარკუნძულის ენერგეტიკული სისტემის ობიექტზე დივერსია აღკვეთეს", რომელსაც მათივე თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები ამზადებდნენ. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია 1971 წელს დაბადებული პირი, რომელიც რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეა.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სპეცსამსახურმა ამოიღო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და კავშირგაბმულობის საშუალება, რომელშიც მათივე მტკიცებით, ინახებოდა მიმოწერა უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელთან, რომელიც კოორდინაციას უწევდა დანაშაულს.
დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სსკ-ის 2 მუხლით აღიძრა - დივერსიის მომზადება და ასაფეთქებელი ნივთიერების ან ფეთქებადი მოწყობილობების უკანონო შეძენა, გადაცემა, რეალიზაცია, შენახვა, ტრანსპორტირება ან ტარება. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.