
ჩინეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათობით პირი. დაღუპულთაგან 26 პაციენტია.
ხანძარი პეკინში, 18 აპრილს გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დაშავებული 39 ადამიანი კვლავ საავადმყოფოშია, მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
პირველადი გამოძიებით, ხანძრის მიზეზი ერთ-ერთ პალატაში სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული აალებადი საღებავი მასალა გახდა.