რუსული სადაზვერვო გემები შესაძლოა სკანდინავიის ქვეყნების წინააღმდეგ დივერსიას გეგმავენ - ჟურნალისტური გამოძიება

გამოქვეყნდა:

დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთობლივი გამოძიების თანახმად, რუსული სადაზვერვო გემები ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში, შესაძლოა ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დივერსიისთვის ემზადებოდნენ. საუბარია, ელექტროენერგიისა და მონაცემთა კაბელების გათიშვაზე ატლანტის ოკეანესა და დანარჩენ ევროპაში.

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთის წყლებში ბევრი რუსული „მოჩვენება გემი“ დაცურავს და ერთ-ერთია რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდი "ადმირალი ვოლოდიმირსკი", რომელიც, სავარაუდოდ, საზღვაო კვლევებით არის დაკავებული, მაგრამ ასევე გამოიყენება სადაზვერვო სამუშაოებისთვის. 

"ადმირალ ვოლოდიმირსკის" გარდა, ჟურნალისტებმა საეჭვო მარშრუტზე მცურავი კიდევ 50 რუსული გემი აღმოაჩინეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველა ამ გემს შეუძლია შეასრულოს კონკრეტული მისია. მათ მიერ შეგროვებული ცნობები კი სადაზვერვო სისტემაში იგზავნება, რომელზეც წვდომა აქვს რუსული წყალქვეშა ომის პროგრამა GUGI-ს.

„GUGI არის სამხედრო ორგანიზაცია და სამხედრო პროგრამა რუსეთში, რომელიც ადგენს ზღვაში, დასავლეთის ინფრასტრუქტურის რუკას. მათ ჰყავთ ხომალდები და წყალქვეშა ნავები ამ ოპერაციების შესასრულებლად“, - ამბობს ნორვეგიის დაზვერვის უფროსი ნილს ანდრეას სტენსონესი.

დასავლური დაზვერვის წყარო, გემის მოძრაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში აღნიშნავს, რომ ეს არის რუსეთის მზადების ნაწილი "ნატოსთან დიდი ომისთვის". 

ექსპერტების თქმით, დივერსიამ, რომლითაც რუსეთია დაინტერესებული, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დანიაში, ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი