
ჩვენ მზად ვართ და წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა, არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებითაც, როგორიც იყო საქართველოში 2008 წელს.
და ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში არ დაწყებულა გასულ წელს, ის დაიწყო 2014 წელს - ასე რომ, განსაკუთრებით 2014 წლიდან, ნატომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი გაძლიერება, კოლექტიური თავდაცვა განახორციელა.
- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეიარაღების კონტროლის, განიარაღებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ნატოს მე-18 ყოველწლიურ კონფერენციაზე.