
bm.ge-ს ინფორმაციით, “ხალხის ძალის” ლიდერების, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მივლინება ტაილანდში სახელმწიფო ბიუჯეტს 19,938 ლარი დაუჯდა.
მივლინება ქალაქ ბანგკოკში 2022 წლის 7-11 ნოემბერს შედგა. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ტაილანდს “ხალხის ძალის” და “ქართული ოცნების” 2-2 დეპუტატი სტუმრობდა. მათი ხარჯები ასე ნაწილდება:
• სოზარ სუბარი (ხალხის ძალა) - 9,969.02 ლარი;
• დიმიტრი ხუნდაძე (ხალხის ძალა) - 9,969.02 ლარი;
• გელა სამხარაული (ქართული ოცნება) - 9,969.02 ლარი;
• ირმა ზავრადაშვილი (ქართული ოცნება) - 9,969.02 ლარი.
შესაბამისად, პარლამენტართა ბანგკოკში მივლინება 39,876 ლარი დაჯდა.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ეს დეპუტატები ტაილანდთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრები არიან.