
რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინის ომში, უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, ოლეგ ბარნა დაიღუპა. მისი სიკვდილი უკვე დაადასტურა ბრიგადის მეთაურმა. ოლეგ ბარნა რადას მერვე მოწვევის სახალხო დეპუტატი იყო. თანამებრძოლებმა აღნიშნეს, რომ ჯარისკაცი დავალების შესრულებისას დაიღუპა.
"როდესაც მეთაურებმა გამოაცხადეს ჯგუფის დაკომპლექტება მტრის პოზიციებზე შტურმისთვის, უფროსმა სერჟანტმა ბარნამ ერთი წუთიც არ დააყოვნა. დავალება შესრულდა, მტერი დამარცხდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ბიჭების სიცოცხლის ფასად." ნათქვამია 68-ე ბრიგადის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.