"მეხუთე კოლონა ხარ ჩვეულებრივი" - ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ოზურგეთის საკრებულოში. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ. სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების სამსახური იყო მობილიზებული. 

ჩხუბი ენმ-ის დეპუტატის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მმართველი პარტია ბიუჯეტის არასწორ დაგეგმვაში დაადანაშაულა. პარტიაში ამბობენ, რომ ბიუჯეტის 2/3 ამ დრომდე გამოუყენებელია. 

ენმ-მ მოგვიანებით პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. 

"თქვენივე წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან, რაც აქ დადღაბნეთ, ირკვევა, რომ ბიუჯეტის საერთო შესრულება გაქვთ 72%, ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაოებს ვერ ასრულებთ, ბიუჯეტს ვერ ითვისებთ, მაგრამ ხელფასებს იღებთ 100%-ით. ხალხის ფულს, ბიუჯეტის ფულს თქვენ ჯიბეში იდებთ, ამ დროს სამუშაოებს ვერ ასრულებთ", - თქვა ენმ-ის დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილმა.

მას "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ქეთი ხომერიკმა უთხრა, რომ "მეხუთე კოლონას" წარმოადგენს და "ცრუპენტელა ხაბეიშვილის" მიხედოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი