ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის, ნოდარ დუმბაძისთვის თანამდებობის დატოვების მოთხოვნაზე ინფორმაციას ადასტურებს პარტიის წევრი, მირდატ ქამადაძე.
როგორც ქამადაძე აღნიშნავს, ნოდარ დუმბაძეს ლევან ვაშალომიძის მოთხოვნით შეხვდნენ.
"შეხვედრა იყო ბათუმში, ნოდარ დუმბაძესთან იყო მოთხოვნა, რომ ის გადამდგარიყო ფრაქციის თავმჯდომარეობიდან. კონკრეტულად ვინ შეხვდა ამ ინფორმაციას შეგნებულად არ დავადასტურებ, მაგრამ შეხვდნენ ლევან ვარშალომიძის მოთხოვნით და სახელით. კონკრეტულად მე პირადად არ ვიტყვი, ბუნებრივია ვიცი მე და საჯარო პირია, ესაა ცნობილი ადამიანი. ისე უცნაურია 50 ოფისის გახსნის დაპირებით მოსულ მენეჯმენტს რომ ოფისებზე აქვს კრუნჩხვები",- ამბობს მირდატ ქამადაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ მასთან ცენტრალური ოფისიდან რამდენიმე ადამიანი იყო მისული და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. მიზეზად დუმბაძე ასახლებს იმას, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუნდში მოიაზრება.
ვრცლად: