"ვოლინი - უკრაინის საზღვარი ბელარუსსა და პოლონეთთან, დიდი პატივია აქ ყოფნა" - ზელენსკი მესაზღვრეებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლინის რეგიონში ჩავიდა და მესაზღვრეებს სამშობლოს დასაცავად გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ მოისმინა მოხსენებები "ვოლინის" ოპერატიული ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ვითარებისა და დავალებების შესასრულებლად სამხედრო ნაწილების მზადყოფნის შესახებ. ასევე ვოლინის რეგიონში სახელმწიფო საზღვრის გაძლიერების ღონისძიებებზე. 

ზელენსკი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია - სახელმწიფო საზღვრის აღჭურვა და დაცვა, რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა, საფორტიფიკაციო და თავდაცვითი საინჟინრო ნაგებობების მოწყობა.

"ვოლინი - უკრაინის საზღვარი ბელარუსსა და პოლონეთთან.

ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რათა მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის. ბახმუტში, ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ვიცი, როგორ მტკიცედ იდექით იქ.

ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ ასეთი ძლიერი მესაზღვრეები გვყავს. შევინარჩუნოთ ძალა, სამართლიანობა და რისხვა, რაც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ყველას მხოლოდ გამარჯვებას გისურვებთ!",- წერს ზელენსკი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი